Free Essay

Bubukakabu

In: English and Literature

Submitted By nikushamika
Words 881
Pages 4
გამარჯობა,
დღევანდელი ჩემი პრეზენტაციის თემაა, ალბატ ერთ-ერთი ყველაზე ამოუხსნელი ფსიქოლოგიური ფენომენი. ადამიანის გონის აბოსულუტური კონტროლი სხეულზე. კითხვა შეუძლია თუ არა ადამიანს თვითგანკურნება უკვე საუკუნეებია აქტუალობას არ კარგავს. დღეს-დღეობით ფართოდ გავრცელებულია ტერმინი „პლაცებოს“ ეფექტი, რომელიც ადამიანის ისეთი ნივთიერებით მკურნალობას გულისხმობს, რასაც არანაირი თერაპიული ღირებულება არ გააჩნია.
პლაცებო-ს უწოდებენ რაიმე სახის სუბსტანციას, რომელიც ზუსტად ისევე გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი წამალი, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, არანაირი თერაპიული ღირებულება მას არ გააჩნია. ანუ არის „ტყუილი-წამალი“. თანამედროვე პრაქტიკაში პლაცებო სხვადახსვა სახითაა დამკვიდრებული. არსებობს აბის სახის პლაცებოები, კაფსულის სახით, ნემსის სახით და არსებობს პლაცებო, როგორც ქირურგიული ჩარევა. მაგრამ, ალბათ, ყველაზე უცნაური მაინც მსოფლიო ისტორიისთვის ცნობილი პირველი პლაცებოა. მრავალი მეცნიერის აზრით პირველ პლაცებოდ შეიძლება არც მეტი, არც ნაკლები დაახლოებით 4500 წლის წინანდელი სტოუნჰენჯი მივიჩნიოთ. სტოუნჰენჯი ალბათ კლასიკური პლაცებოა არაკლასიკური ფორმებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება მისი დალევა ან პრეპარატად მიღება. ლეგენდების მიხედვით ადამიანები ძალიან შორეული წერტილებიდანაც კი ჩამოდიოდნენ რათა ქვების შეხებით ღვთიურ ძალებს ზიარებოდნენ და ასე განკურნებულიყვნენ. როგორც ჩანს მათი გარკვეული ნაწილი მაინც განიკურნა. აქ მივდივართ ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტამდე. არის თუ არა პლაცებოს ეფექტი რელიგებიდან „მოპარული“ ღვთიური სასწაული? თუ პირიქით, არის თუ არა რელიგიური სასწაულები, უბრალოდ პლაცებოს ეფექტით გამოწვეული ადამიანის ბუნებრივი შესაძლებლობა? ალბათ, ეს ის კითხვაა რომელზე ზუსტი პასუხის გაცემას ვერავინ ვერასდროს მოახერხებს.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პლაცებოს ყველაზე ხშირად თვითონ ფარმაცევტული კომპანიები იყენებენ ახალი პრეპარატის ტესტირებისას. ადამიანთა ერთ ჯგუფს ახალი პრეპარატით მკურნალობენ, მეორეს კი უბრალო შაქრის ტაბლეტებს, პლაცებოებს აძლევენ. მედიკოსები რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებიან პრეპარატის ვარგისიანობაზე, თუ პირველი ჯგუფის დადებითი შედეგი მიახლოებით ორჯერ უფრო დიდია ვიდრე იმ ჯგუფისა, რომელიც პლაცებოს მოიხმარს. პარადოქსულია, მაგრამ რიგ შემთხვევაში პლაცებო უფრო ეფექტური აღმოჩენილა ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ ვიდრე პრეპარატი. მაგალითად, ამერიკაში, პრეპარატმა „ვალიუმმა“, უფრო ფართოდ ცნობილმა, როგორც „დიაზეპამმა“, „პლაცებო“ ტესტი ვერ გაიარა. ანუ პლაცებო უფრო ეფექტური აღმოჩნდა საკვლევ ჯგუფებში ვიდრე დიაზეპამი.
რაც შეეხება პლაცებოს ეფექტს, ალბათ უპირველესი და ყველაზე ზუსტი განმარტება ამ ფენომენისა გვხვდება (რა თქმა უნდა ეს არ იყო დამწერის თვითმიზანი) თალმუდში, რაბინულ ჩანაწერებში, ფიქრებში. „სადაც არის იმედი, არის სიცოცხლე“.
„პლაცებოს ეფექტის“, როგორც ტერმინის შემოღება, შეიძლება 1957 წელს მომხდარი მეტად საინტერესო ფაქტს მივაწეროთ, რომელიც სამედიცინო ლიტერატურაში შესულია, როგორც Mr. Wright-ის საქმე. რაითი იყო პაციანეტი ლიმფოსარკომის ბოლო სტადიით. (სიმსივნე) მიახლოებით რომ ითქვას, მანდარინის ზომის სიმსივნეები ჰქონდა მხრებქვეშ, კისერში და ა.შ . მისი ექიმი დოქტორი უესტი, დარწმუნებული იყო, რომ უახლოეს ორშაბათს პაციენტი ვერ მიაღწევდა. მაგრამ რაითი არ ნებდებოდა, იმედს არ კარგავდა და ეხვეწებოდა ექიმს გამოეწერა იმჟამად ტესტირებადი, ჯერ დაუმტკიცებელი პრეპარატი „პრებიოზენი“. თუმცა, ექიმს ამ პრეპარატის გამოწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ პასუხისმგებლობას აიღებდა, რომ პაციენტს მინიმუმ 3 თვიანი სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. საბოლოოდ, რაითმა მოახერხა ექიმის დარწმუნება და დაიწყო ახალი პრეპარატის მიღება. ორშაბათს ექიმი დაბრუნდა საავადმყოფოში და პაციენტი საკუთარი ფეხით მოსიარულე დახვდა. კიდევ 10 დღეში სიმსივნე თითქოს გაქრა კიდეც. გავიდა რამდენიმე თვე, რაითს არაფერი აწუხებდა მანამ, სანამ ინფორმაციაში არ მოისმინა, რომ პრეპარატი, რომელსაც თვითონ მოიხმარდა, არც თუ სახარბიელო შედეგებით „ასპარეზობდა“. პაციენტს ისევ ტკივილები დაეწყო. ექიმმა დააჯერა, რომ მან განსაკუთრებული „პრებიოზანი“ გამოუწერა და თითქოს ყველაფერი მწყობრში ჩადგა. ისევ რაღაც პერიოდი ყველაფერი კარგად იყო და რაითმა ისევ გაიგო, რომ არცერთ შემთხვევაში პრეპარატმა არ გაამართლა და ის აბსოლუტური ნაგავი იყო. 2 დღეში პაციენტი გარდაიცვალა. (ეს უკანასკნელი მოვლენა შეიძლება nocebo ეფექტსაც მივაწეროთ). შეიძლება ეს უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ, ფაქტია, რომ ამის შემდეგ პლაცებოს ეფექტი უფრო და უფრო ხშირად გამოყენებული ტერმინია თანამედროვე მედიცინაში.
ძალიან რთულია იმისი თქმა თუ როგორ, ან რატომ მუშაობს პლაცებოს ეფექტი. სკეპტიკოსები და პესიმისტები ამას უბრალო დამთხვევას უწოდებენ, მაგრამ არსებობს მკვლევართა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც პლაცებოს ეფექტს ადამიანის გონის თავისთავად შესაძლებლობას, ტვინმა განკურნოს სხეული, მიაწერენ.
ასეა თუ ისე, ფაქტია პლაცებოს ეფექტი თანდათან ჩვეულებრივ სამედიცინო პრაქტიკად ინერგება. დამტკიცებულია, რომ პლაცებოს ეფექტს ძალიან ადვილად შესამჩნევი ფსიქოლოგიური შედეგები აქვს. პლაცებოს გამოყენებისას, ხშირია პულსის აჩქარება, სისხლის ასწრაფებული მოძრაობა, პაციენტის რეაქცია უფრო სწრაფი ხდება, ეს იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არწმუნებენ, რომ სტიმულანტებს, „ენერჯაიზერებს“ იღებს. ხოლო თუ ეტყვიან, რომ ძილის წამალს აძლევენ პირიქით ხდება.

როგორც უკვე ვახსენე, პლაცებოთი მკურნალობის არაერთი ხერხია. აბების სახით, კაფსულები, ნემსები და ქირურგიული ჩარევაც კი. საინტერესოა, მაგრამ ითვლება, რომ ორი ტაბლეტი უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ერთი. დიდი ტაბლეტი>პატარაზე, მეტიც ორი ტაბლეტის დღეში ერთხელ მიღება უფრო ეფექტურადაა მიჩNეული, ვიდრე ერთის დღეში ორჯერჯ. კაფსულა>ტაბლეტზე. ნემსი>კაფსულაზე. ყველაზე ძლიერი ეფექტი კი ქირურგიულ ჩარევას აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ფასდაკლებული, იაფი წამალი გაცილებით ცუდ შედეგს იძლევა ვიდრე ძვირადღირებული. ტაბლეტის ფერიც კი მნიშვნელოვანია. ლურჯი ფერის ტაბლეტები უფრო მეტად პოზიტიურ განწყობაზე დასაყენებლადაა მიმართული, წითლები პირიქით. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, პლაცებო პირდაპირ დაავადებას არ ურტყამს, ის მაინც დიდ გავლენას ახდენს პაციენტის განწყობაზე. ხშირად, ეფექტი დროებითია. თუმცა, არსებობს უამრავი მაგალითი სამედიცინო ლიტერატურაში, როდესაც პაციენტი სრულად განკურნებულა.
იმაზე, რომ პლაცებოს დროის გარკვეულ მონაკვეთზე მაინც რეალური შედეგი აქვს, თითქმის აღარ დაობენ. მაგრამ სკეპტიკოსი მეცნიერები (რომლებიც ძირითადად ფარმაცევტულ კომპანიებს წარმოადგენენ) სვამენ კითხვას, თუ ადამიანის ტვინს შეუძლია განკურნოს სხეული, რატომ არ იქცევა ასე ყოველ შემთხვევაში? ამაზე ნაწილობრივი პასუხი ისაა, რომ ხშირად ადამიანი ცუდად იმიტომ ხდება, რომ კარგად გახდეს. ანუ ტკივილი, გულისრევა ბუნებრივი მოვლენაა და ადამიანის ქვეცნობიერმა იცის, რომ ძალდატანება უარეს შედეგს გამოიტანს. მაგრამ პლაცებოს ეფექტის ქომაგებს, აქვთ პრეტენზია, რომ ამ მეთოდით ისეთი რთული დაავადებების განკურნებაც შეიძლება როგორიცაა მესამე ან მეოთხე სტადიის სიმსივნე, ღვიძლის დაშლა და ა.შ. ისმის კითხვა, ამ შემთხვევაში რატომ აღარ იცავს ადამიანის გონი, სხეულს? დიდი ძიების მიუხედავად ამ კითხვაზე პასუხს ინტერნეტში მე ვერ მივაგენი.
მიმაჩნია, რომ არ არის აუცილებელი პლაცებოს ეფექტის მუშაობის მათემატიკური მოდელით დამტკიცება. მისი უეჭველობის ფურცელზე ჩვენება. ჩემი აზრით, თუ სულ რამდენიმე ადამიანი მაინც განიკურნა დაავადებასთან აბსოლუტურად ეს ისედაც ადასტურებს ადამიანის თვითგანკურნვის შესაძლებლობას. საქმე ინდივიდშია, ზოგს ეს შეუძლია ზოგს კი არა.…...

Similar Documents